საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

636

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. დახურვის ცერემონიაზე სამ კატეგორიაში გამარჯვებული ფილმები გამოვლინდნენ.

კინოფესტივალის მთავარი პრიზი, საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის სლოვაკურმა ფილმა „და იქმნა ნათელი“ აიღო, რომლის რეჟისორიც მარკო სკოპია.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში ამირან დოლიძის ფილმა „ცხოველი“გაიმარჯვა.

საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად კი კიმ ლონგინოტოს „მაფიის გადაღება“ დასახელდა.

BIAFF-ზე წელს 30 ქვეყნიდან 80-მდე ფილმი იყო წარმოდგენილი. მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ჩვენება ზღვისპირა ქალაქის კინოთეატრში და ევროპის მოედანზე ღია ცის ქვეშ მოეწყო