Netflix -მა სერიალ „დედოფლის“ მესამე სეზონის თიზერი გამოაქვეყნა

144

Netflix -მა სერიალ „დედოფლის“ მესამე სეზონის თიზერი გამოაქვეყნა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

სერიალი „დედოფალი“ 2016 წლიდან გამოდის და ბრიტანეთის სამეფო ოჯახში განვითარებულ მოვლენებს აღწერს.

მესამე სეზონში მონაწილეობენ მსახიობები: ოლივია კოლმანი, რომელიც დედოფალ ელიზაბეტ მეორის როლს შეასრულებს, ხოლო პრინც ფილიპის როლში ტობაის მენზისი იქნება. მენზისს მაყურებელი „სამეფო კარის თამაშებიდან“ იცნობს.