ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ყველა ბილეთი 25 წუთში გაიყიდა

354

ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ყველა ბილეთი  25 წუთში გაიყიდა. ინფორმაციას biletebi.ge ავრცელებს.

„ხატია ბუნიათიშვილი პირველი ქართველი შემსრულებელია, რომლის კონცერტზე დასასწრებ ბილეთებზე უპრეცენდენტო მოთხოვნის გამო, ონლაინ რიგის სისტემის დაყენება გახდა აუცილებელი.

ხატია ბუნიათიშვილისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის, 29 სექტემბრის კონცერტი დაპირებისამებრ, მხოლოდ Biletebi.ge-ზე გაიყიდა, ზუსტად 11:00 საათიდან. რიგის სისტემის დეტალური ინსტრუქციითა და კეთილი სურვილებით.

ხატიას, წარმატების კიდევ ერთ დადასტურებას ვულოცავთ და თქვენც გილოცავთ ვინც ბილეთების ყიდვა მოასწარით. რიგში 1521 მომხმარებელი იდგა და კახიძის მუსიკალური ცენტრის 900-ადგილიანი დარბაზი გაიყიდა ზუსტად 25 წუთში“, – წერია biletebi.ge-ს ოფიციალურ facebook ვერდზე.