ბარბარა ლონგი – მხატვარი უმწიკვლო მოხდენილობითა და კარგი მანერით

269

ბარბარა 1552 წლის 21 სექტემბერს, იტალიის ქალაქ რავენაში, მხატვარ ლუკა ლონგის ოჯახში დაიბადა. გოგონას მამა მანიერისტი იყო, ხოლო უფროსი ძმა, ფრანჩესკო ფერწერით იყო გატაცებული.

ბარბარა ლონგი ცნობილი პორტრეტისტი იყო, თუმცა მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი დაკარგულია, ხოლო პირადი ცხოვრების შესახებ ცნობები შემონახული არაა.

ცნობილია, რომ 1570 წელს მან სწავლა დაასრულა, ხოლო პორტრეტი “ბერი კამალდულელი” დადასტურებულად მისი ნამუშევარია.

ნამუშევარს “წმინდა ეკატერინე ალექსანდრიელი” ექსპერტები ავტოპორტრეტად თვლიან.

ბარბარა ლონგის ნამუშევრების უმრავლესობა ხელმოწერილი არაა, თუმცა ერთ–ერთ მათგანზე არის წარწერა B.L.F. (Barbara Longhi fecit – ბარბარა ლონგის ნამუშევარი). ხელოვნებათმცოდნეებს დარწმუნებით მხოლოდ 15 ნამუშევარზე შეუძლიათ საუბარი. მათივე აზრით, ბარბარაზე დიდი გავლენა იქონიეს რაფაელმა, ფრანჩესკო პარმიჯანინომ, მარკანტონიო რაიმონდიმ და აგოსტინო ვენეციანოს.

ლონგის ნამუშევრებს შორის არის “ივდითი და ჰოლოფერნესის თავი”, ეს ბიბლიური სიუჟეტი პოპულარობით სარგებლობდა იტალიელ ფერმწერ ქალებს შორის.

ჯორჯო ვაზარი მასზე წერდა: “შესანიშნავად ხატავს, ზოგიერთი რამ უმწიკვლო მოხდენილობითა და კარგი მანერით აქვს შესრულებული .”

ბარბარა ლონგი 1638 წლის 23 დეკემბერს, რავენაში გარდაიცვალა.