მაღალანაზღაურებადი რეპერების რეიტინგში კანიე უესტი პირველად მოხვდა

190

მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეპერების რეიტინგში, ამერიკელი რეპერი კანიე უესტი პირველად მოხვდა. უესტი Forbes-ის ყოველწლიური რეიტინგის სათავეშია.

გამოცემის ინფორმაციით, 2019 წელს მან Adidas-თან ერთად სპორტული ფეხსაცმლის კოლექცია Yeezy შექმნა, რამაც $150 მილიონი დოლარი მოუტანა. რის შედეგადაც ყველაზე მაღალანაზღაურბად ჰიპ-ჰოპის შემსრულებლად დაასახელეს. მეორე ადგილს შარშანდელი გამარჯვებული Jay-Z იკავებს. მის ანგარიშზე $81 მილიონია.

მესამე ადგილზე კი კანადელი დრეიკი გავიდა $75 მილიონით. ათეულში ასევე მოხვდნენ დიდი, ტრევის სკოტი, ემინემი, DJ Khaled, კენდრიკ ლამარი,  Migos და დონალდ გლოვერი.