ანიტა რაჭველიშვილმა კრიტიკოსებისგან ჯილდო მიიღო

485

ქართველ მეცო სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილს გერმანელმა კრიტიკოსებმა ჯილდო გადასცეს. ინფორმაცია მეცო სოპრანოს ოფიციალურ facebook გვერდზე გავრცელდა.

„დღეს ჩვენი ანიტა საზეიმოდ დააჯილდოეს! გერმანულმა გაზეთმა die welt “WELT”ანიტას პირველ დისკს, რომელიც ჩამწერ კომპანია Sony Classical – მა გამოსცა, 2017 წელს კრიტიკოსების რჩეული დისკის წოდება მიენიჭა და საზეიმოდ გადასცეს ჯილდო, ჰოლანდიის სახელწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში!

მილანის ლა სკალაში მისი კარმენში დებიუტის შემდეგ, ის საერთაშორისო საოპერო სამყაროს აბსოლუტურ ვარსკვლავად მოიაზრება. მის გამოსვლებს ერთნაირად ზეიმობენ ლონდონსა თუ ნიუ-იორკში, პარიზში, მიუნხენსა თუ ბერლინში“, – წერია ანიტა რაჭველიშვილის ოფიციალურ facebook გვერდზე.