ფრენკ იუჯინი – XX საუკუნის მხატვრული ფოტოს გენიოსი

1394

ფრენკ იუჯინი 1865 წლის 19 სექტემბერს ნიუ–იორკში, გერმანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ფოტოხელოვნება მოზარდობის პერიოდში მისი ჰობი იყო. ნატიფი ხელოვნების ბავარიულ აკადემიაში ის ფერწერასა და სასცენო დიზაინს სწავლობდა, ამის გამო თავს უფრო მხატვრად თვლიდა. თუმცა, რამდენიმე გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ გადაწყვიტა თავი მხოლოდ ფოტოგრაფიისთვის მიეძღვნა.

მისი ნამუშევრები მუდამ განსხვავდებოდა სხვებისგან, ისინი ფერწერასა და ფოტოგრაფიას შორის პოულობდნენ შუალედს.

იუჯინი მუდამ ატარებდა ექსპერიმენტებს, ამუშავებდა ნეგატივებს, თავად ქმნიდა ზედაპირზე ბზარებს და ნაკაწრებს.

1902 წლის ბოლო ფრენკ იუჯინი ჯგუფ Photo-Secession–ის თანადამფუძნებელი გახდა, ხოლო 1913 წელს ის გრაფიკული ხელოვნების ლაიფციგის სამეფო აკადემიის პიქტორიალური ფოტოგრაფიის პროფესორი გახდა.

ფრენკ იუჯინი 1936 წლის 16 დეკემბერს მიუნხენში გულის შეტევით გარდაიცვალა.

10040802
1200px-Willi-Geiger-by-Frank-Eugene-1910
fotograf-Frenk-Yudzhin-13
fotograf-Frenk-Yudzhin-16
fotograf-Frenk-Yudzhin-2
fotograf-Frenk-Yudzhin-20
fotograf-Frenk-Yudzhin-24
fotograf-Frenk-Yudzhin-26
fotograf-Frenk-Yudzhin-27
fotograf-Frenk-Yudzhin-28
fotograf-Frenk-Yudzhin-36
fotograf-Frenk-Yudzhin-40
fotograf-Frenk-Yudzhin-5
fotograf-Frenk-Yudzhin-9
master-frank-jefferson-1910
Nova-imagem-1