„შინდისის“ პრემიერა 27 სექტემბერს გაიმართება

278

რეჟისორ დიტო ცინცაძის ქართული ფილმის, „შინდისის” პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 27 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს კინოცენტრი ავრცელებს.

„შინდისი“ 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან, რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ისტორიას ასახავს და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარდგება.