Jess Cagle Show-ს პირველი სტუმარი ჯულია რობერტსი იყო

463

მსახიობი ჯულია რობერტსი SiriusXM ეთერში გასული, ახალი შოუს Jess Cagle Show-ს პირველი სტუმარი იყო.

უცხოური ტაბლოიდების ცნობით, 51 წლის მსახიობი, წითელ კომბინიზონში საოცრად ლამაზად გამოიყურებოდა. ჯულია რობერტს  ტანისამოსი ელი ტაჰარის ბოლო კოლექციიდან ეცვა.

მსახიობი გადაცემის ბოლოს, მომხიბვლელი ღიმილით ფოტოგრაფების წინაშე პოზირებდა. ჯულია რობერტსი 5-ჯერ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელეს.