ნიკოლას ქეიჯი ახალი იმიჯით გამოჩნდა

59

მოშვებული წვერი, ჯინსის ქურთუკი და „ინდიანა ჯონსის ქუდი“, ეს მსახიობ ნიკოლას ქეიჯის ახალი იმიჯია. სწორედ ასე გამოიყურებოდა 55 წლის ქეიჯი ფილმ „ეშმაკთან ერთად სირბილის“ პრემიერაზე. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

ფილმი „სირბილი ეშმაკთან ერთად“ მსოფლიო კინოთეატრებში 20 სექტემბერს გამოვა. მთავარ როლს კი ნიკოლას ქეიჯი ასრულებს.