ძვირადღირებულ სატელევიზიო შოუს ახალ ზელანდიაში გადაიღებენ

39

სერიალს “ბეჭდების მბრძანებელი” ახალი ზელანდიაში გადაიღებენ. ძვირადღირებული სატელევიზიო შოუს გადაღებებისთვის, ლოკაციად ახალი ზელანდია Amazon Studios-მა შეარჩია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC ცნობით, სერიალის გადაღებებისგან მიღებული შემოსავალი, ახალი ზელანდიის ეკონომიკას გააუმჯობესებს. ვარაუდობებ ასევე ტურისტების ზრდასაც.

Amazon Studios-მა “ბეჭდების მბრძანებლის” შესახებ სატელევიზიო სერიების გადაღებაზე ნებართვა 2 წლის წინ მოიპოვა. სერიალის სიუჟეტი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მისი მოქმედება პიტერ ჯექსონის ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე განვითარდება.