ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხნსა

339

BIAFF ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 15-22 სექტემბერს გაიმართება.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

BIAFF კინოფესტივალი ყოველწლიურად საინტერესო კინოპროგრამას წარუდგენს მაყურებელს, როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო სექციებში. ფესტივალს ასევე ყველა წელს სტუმრობს მრავალი მნიშნველოვანი სტუმარი – რეჟისორი, პროდუსერ, მსახიობები და ა.შ.

წელს ბათუმის კინოფესივალს, რამდენიმე საპატიო სტუმარი ეყოლება. მაგალითად პოლ შრედერი (Paul Schrader) – ცნობილი ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი. მუშაობდა მარტინ სკორსეზესთან და არის ისეთი ცნოიბლი ფილმების სცენარისტი, როგორიცაა – „ტაქსის მძღოლი“, „ცოფიანი ხარები“, „ქრისტეს უკანასკნელი ვნებანი“ და ა.შ.