ქალის ჩექმა, რომელსაც ქუსლზე ბოთლის გასახსნელი აქვს

140

ქალის ჩექმა, რომელსაც ქუსლზე ბოთლის გასახსნელი აქვს 1395 დოლარი ღირს. ის ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას მიერ დაფუძნებულმა ფრანგულმა ბრენდმა Vetements-მა გამოუშვა. ფეხსაცმლის ფოტოს ნახვა ბრენდის Instagram-ზეა შესაძლებელი.

ახალმა მოდელმა გამომწერების დიდი მოწონება დაიმსაახურა. „ცალ ფეხზე თუ ბოთლის გასახსნელია, მეორეზე სანთებელა უნდა იყოს“, „მთელი ცხოვრებაა, ამაზე ვოცნებობ“, „როგორც იქნა, ვიღაცამ მოდის სამყაროში ღირებული რაღაც შექმნა“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

ამერიკელმა დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა კი მოდელს გენიალური უწოდა.