დიზაინერი და არქეოლოგი ლუიჯი კოლანი გარდაიცვალა

188

მძიმე დაავადების შედეგად გერმანელი დიზაინერ-ფუტურისტი და არქეოლოგი ლუიჯი კოლანი გარდაიცვალა. ის 91 წლის იყო. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

კოლანმა  სიცოცხლეშივე განახორციელა 4 000-ზე მეტი იდეა. მისი პროექტები განსხვავებული ფორმებით იყო გამორჩეული. კოლანმა სახელი გაითქვა თავისი სამგზავრო და სარბოლო ავტომობილების ორიგინალური პროექტებით.

მან „იდეალური აეროდინამიკის“  მქონე ავტომობილები შექმნა. მის მიერ შექმნილი სარბოლო მანქანების დიზაინი დღესაც არ კარგავს აქტუალობას.