ლონდონის მოდის კვირეულზე David Koma-მ განსხვავებული კოლექცია წარადგინა

295

ლონდონის მოდის კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში უკვე რამდენიმე ჩვენება გაიმართა, მათ შორის  David Koma-ს კოლექციის ჩვენებაც მოეწყო.

ქართველ დიზაინერ დავით კომახიძეს მოდის ბიზნესში საქმიანობის დაწყებიდან 10 წელი შეუსრულდა. მან თავის გულშემატკივრებს განსხვავებული კოლექცია წარუდგინა. დიზაინერი აქამდე, ქალებისთვის მხოლოდ საღამოს კაბებს ქმნიდა, ამჯერად ყოველდღიური ტანისამოსი გაიტანა პოდიუმზე.