დავით აღმაშენებლის მონეტა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩამოდის

31

დავით აღმაშენებლის მონეტა, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული, პირველად გამოიფინება და მისი ნახვის საშუალება დამთვალიერებელს
17 სექტემბრიდან სწორედ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მიეცემა.

„ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა.“ – დავით აღმაშენებლის მონეტა ამ წარწერითა და გამოსახულებით ერთადერთია მსოფლიოში.