რომელია ყველაზე ძვირადღირებული ჰოლივუდური ფილმი?

37

Hollywood Reporter-ის ცნობით, ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფილმია „კლეოპატრა“. ის ისტორიული ჟანრისაა და მას 4 ოსკარიც აქვს მოპოვებული.

გამოცემის ინფორმაციით, ფილმის ღირებულებამ $44 მილიონი შეადგინა, რაც დღევანდელი მდგომარეობით $365 მილიონს უდრის.

ხოლო მსახიობმა ელიზაბეტ ტეილორმა, რომელმაც 1963 წელს გადაღებულ ფილმში კლეოპატრას როლი ითამაშა $57.8 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც ახლანდელ $480 მილიონს უტოლდება.