კურტ კობეინის ქალიშვილმა ტანსაცმლის ახალი ხაზი მამის ხსოვნას მიუძღვნა

24

კორტნი ლავის და კურტ კობეინის ქალიშვილმა, ფრენსის ბინ კობეინმა ტანსაცმლის ახალი ხაზი “აქ იყო კურტი” (Kurt Was Here) გამოუშვა. კოლექციაში მაისურები, სვიტშოტები და ჰუდები ჭარბობს. მათი ყიდვა ონლაინ რესურსზე KurtCobainShop.com და მაღაზიებში Barneys და Selfridges არის შესაძლებელი.