კრეატიული ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ სამ ახალ სიმღერაზე კლიპს იღებენ

337

ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ სამ ახალ ვიდეო რგოლზე მუშაობენ. ამის შესახებ ჯგუფის ვოკალისტმა რეზო ბლიაძემ allart.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით სამივე ვიდეო ჯგუფის  youtube-არხზე ეტაპობრივად დაიდება.

„ჩვენ ვამზადებთ სამ ახალ „ტრეკს“ აქედან ორი სიმღერაა და ერთი ლაივ ელექტრონული სეტი. სამივე ნამუშევარზე ვიღებთ ვიდეოს და ერთმანემეთის მიყოლებით დაიდება ჩვენს youtube არხზე. ასე, რომ ვისაც ჯერ კიდევ არ გამოწერია ჩვენი არხი, შეუძლია გამოიწეროს და დაელოდოს „რეზო და ბავშვების“ სამ ახალ ნამუშევარს, რომლებსაც 20 სექტემბრიდან ეტაპობრივად ავტვირთავთ“, – აღნიშნა რეზო ბლიაძემ.

ცნობისთვის, „რეზო და ბავშვების“ ბოლო სიმღერის „ყურსასმენების“ პრემიერა ბათუმში გამართულ კონცერტზე შედგა. მუსიკისა და ტექსტი ავტორია რეზო ბლიაძე, არანჟირება კი ლელო ხოტივარს ეკუთვნის, რაც შეეხება სიმღერის ბოლო ვერსიას ის „პიეს რეკორდ სტუდიაში“ მზადდება, სადაც ბალანს და მასტერინგს პაატა სილაგაძე გააკეთებს. კლიპის რეჟისორი პაატა მეიშვილი იქნება, ოპერატორი კი ვახო ჩაჩანიძე.