Youtube-ზე ფრედი მერკურის სიმღერის ახალი კლიპის პრემიერა შედგა

443

ფრედი მერკურის სიმღერაზე “Love Me Like There’s No Tomorrow” ახალი კლიპის პრემიერა Youtube-ზე შედგა. რგოლში ორი ლეიკოციტის სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი, რომლებიც ანიმაციურ მამაკაცებს წარმოადგენენ.

“გვინდოდა მოვეთხრო ისტორია, რომელიც ფრედისთან იქნებოდა კავშირში, მაგრამ მის შესახებ არ გვიამბობდა. 1980–იანი წლების აივ ინფექციის კრიზისი ლგბტ საზოგადოების ისტორიის ნაწილია და ეს ისაა, რასაც სიფრთხილე სჭირდება”, – ნათქვამია რეჟისორების განცხადებაში.