ფაროჰ ბულსარა 73 – ფაქტები ფრედი მერკურის შესახებ

1983

5 სექტემბერი ფაროჰ ბულსარას, იგივე ფრედი მერკურის დაბადების დღეა. ამ დღეს ჯგუფ Queen-ის ფანები მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ.

რა უნდა ვიცოდეთ ფრედი მერკურის შესახებ:

  • ფრედი ბრიტანეთის კოლონიაში, ზანზიბარში 1946 წელს დაიბადა. მისი მშობლები პარსები იყვნენ, რომლებიც ზანზიბარის დედაქალაქში ინდოეთის ქალაქ გუჯარათიდამ გადავიდნენ საცხოვრებლად. 7 წლის ფაროჰი ინდოეთის სკოლა–ინტერნატში გაემგზავრა.
  • მისი ნამდვილი სახელი –ფაროჰი “მშვენიერს”, “ბედნიერს” ნიშნავს. 1970 წელს მომღერალმა ოფიციალურად შეიცვალა სახელი და გვარი, რის შემდეგაც მის პასპორტში ფრედერიკ მერკური ეწერა.
  • მერკურის ჰყავს უმცროსი და, რომელსაც კაშმირა ჰქვია.
  • პირველ როკ–ჯგუფს ფრედიმ The Hectics დაარქვა. ჯგუფი სკოლაში ღონისძიებებზე უკრავდა.
  • ახლობლების თქმით, მიუხედავად სცენაზე გამოხატული ენერგიისა და ეპატაჟისა, ფრედი ძალიან მორიდებული ადამიანი იყო.
  • ფრედი მერკურის ძილი არ უყვარდა. ის მუდამ დილას ადრე დგებოდა.
  • ის თითქმის არასდროს საუბრობდა თავის ბავშვობაზე, რადგანაც თვლიდა, რომ ადამიანმა წარსულით კი არა, მომავლით უნდა იცხოვროს.
  • ფრედის მოსვლამდე ჯგუფს Smile ერქვა, ხოლო 1970 წელს მერკურის მოსვლასთან ერთად მას Queen დაერქვა.
  • ფაროჰი ცდილობდა პირადი ცხოვრება საიდუმლოდ დაეტოვებინა, თუმცა ეს არ გამოსდიოდა.
  • ფრედი მერკურისა და მერი ოსტინის ურთიერთობა 7 წელს გრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალმა ოსტინს საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ უამბო და ისინი დაშორდნენ, მათი მეგობრობა მერკურის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. აღსანისნავია, რომ ფრედიმ საკუთარი სახლი მერის უანდერძა.
  • მიუხედავად იმისა, რომ ფილმში “ბოჰემური რაფსოდია” ასახულია ფრედისა და მერი ოსტინის ურთიერთობა, იქ არაფერია ნათქვამი სხვა ქალზე – ბარბარა ვალენტინზე. “მე ის მეტად მიზიდავდა, ვიდრე მამაკაცები. მასთან ერთად შემეძლო ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ”, – განაცხადა ერთხელ მერკურიმ.
  • ფრედი მერკურის არ ჰქონდა მართვის მოწმობა, მაგრამ ჰყავდა 5 ავტომობილი.
  • მერკურის მუდამ დაჰქონდა ჩანთა, რომელშიც იყო სიგარეტი, საწუწნი აბები ყელისთვის და ბლოკნოტი, რომელშიც მეგობრებისა და ახლობლების დაბადების დღეები ეწერა.
  • მუსიკოსს არ სურდა დაბერებულიყო. ერთხელ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას გეგმავს მომდევნო 20 წელიწადში, მან უპასუხა: “”გაგიჟდით? ამ დროს მკვდარი ვიქნები, საყვარელო”.
  • ჯგუფ Nirvana-ს სოლისტმა, კურტ კობეინმა ფრედი მერკური თვითმკვლელობამდე დაწერილ ბოლო წერილში ახსენა.
  • ლეგენდარულ მომღერალს ფრენის ეშინოდა.
  • 1993 წელს დიდი ბრიტანეთის ეროვნულმა საფოსტო მუზეუმმა მერკურის მარკების კოლექცია შეიძინა. გაყიდვიდან შემოსული ფული სრულად აივ ინფექციასთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდს გადაეცა. სხვათა შორის, ფონდიც ფრედის დაარსებულია.
  • დიდი ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ 1999 წელს გამოუშვა მარკა, რომელზეც მომღერლის პორტრეტია გამოსახული. თუმცა, ისე მოხდა, რომ მარკაზე მერკურის გარდა ჯგუფის სხვა წევრი, როჯერ ტეილორიცაა გამოსახული. ასე დაირღვა წესი: ინგლისში მარკებზე, ცოცხალი ადამიანებიდან, მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრების პორტრეტები შეიძლება იყოს გამოსახული. აღმოჩნდა, რომ დიზაინი თავად დედოფალმა ელისაბედ მეორემ დაამტკიცა.
  • Queen-ის სიმღერა Bicycle Race-ის გამოსვლის შემდეგ, ხალხი თვლიდა, რომ მერკურის ველოსიპედით სეირნობა უყვარდა. “სიმღერის ტექსტი მუდამ სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც მახსოვს, ფრედი საერთოდ არ იჯდა ველოსიპედზე, მუდამ მანქანით სერინობდა”, – განაცხადა 2011 წელს ბრაიან მეიმ.