GOT-ის შემქმნელებმა ფილმში დაშვებულ შეცდომაზე განმარტება გააკეთეს

424

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელებმა ფილმში დაშვებულ შეცდომაზე პირველი კომენტარი გააკეთეს. დევიდ ბენიოფმა და დენიელ უაისმა ინტერვიუ იაპონურ ტელევიზიას მისცეს. ინტერვიუს ვიდეო კი Twitter-ზე გავრცელდა.

საუბარია, ფინალური სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში, კადრში ყავის ჭიქის გამოჩენაზე, რაზედაც ბენიოფმა ინტერვიუს დროს იხუმრა, რომ ყველაფრის იდეალურად გაკეთება, მხოლოდ ღმერთს შეუძლია. რაც შეეხება უაისს, მან თქვა, რომ ჭიქა მაგიდაზე სპეციალურად დატოვეს.

თუმცა სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ბენიოფის განმარტებით, კონცენტრირებულები იყვნენ მსახიობებზე და მაგიდაზე მდგარი ჭიქა ვერ შენიშნეს.

სერიალის შემქმნელების მიერ დაშვებული ეს შეცდომა ფინალური სეზონის მეოთხე ეპიზოდში, მეთხუთმეტე წუთზეა. კადრში ჭიქა ჯერ ჩანს, შემდეგ კი ქრება. მაყურებლებმა ამ შეცდომის გამო სოციალურ ქსელში ბევრი პოსტი დაწერეს. მათ მიაჩნიათ, რომ ბოლო სეზონში, რომელზეც მუშაობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, შემქმნელებს ასეთი შეცდომა არ უნდა გამოჰპარვოდათ.

მას შემდეგ, რაც სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთ ეპიზოდში მაგიდაზე Starbucks-ის ყავის ჭიქა გამოჩნდა, Starbucks-ის ყავის ქსელმა 2,3 მილიარდი დოლარის ღირებულების უფასო რეკლამა მიიღო. ამ შეცდომის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში სიტყვა Starbucks და „სამეფო კარის თამაშები“ ერთ კონტექსტში ინტერნეტ-რესურსებში, ტელევიზიაში და რადიოში დაახლოებით 10,6 ათასჯერ ახსენეს.