რვა იტალიელი ფერმწერი, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

1206

ფრა ანჯელიკო (1395–1455)

მისი სახელი ნიშნავს “ძმა ნეტარი, ანგელოზის მსგავსი”. ფრა ანჯელიკომ გადაიყვანა შუა საუკუნოვანი, იკონოგრაფიკის მსგავსი ფერწერა კლასიკურ სტილზე.

მისი სტილი განსხვავდებოდა მისი ეპოქის მხატვრობისგან. ის წმინდანებს ადამიანების მსგავსად ხატავდა, ხოლო ფიგურების მოდუნებული პოზები ნამუშევრებს სიურრეალისტურ სტილს მატებდა.

ლეონარდო და ვინჩი (1452–1519)

ლეონარდოს კარიერა პატარა ანგელოზით დაიწყო, რომლის დახატვაც მას მასწავლებელმა, ანდრეა დელ ვეროკიომ სთხოვა. ცისფერ ტანსაცმელში გამოწყობილმა ანგელოზმა და ვინჩის ნიჭი ნათლად წარმოაჩინა.

ლეონარდო და ვინმჩიმ შეიმუშავა საღებავის მრავალშრიანი და რეალისტური ეფექტის ტექნიკები.

ასევე მან დაუდო სათავე იტალიური ხელოვნების ოქროს ხანას.

ჯოვანი ბატისტა ტიეპოლო (1696–1779)

სამეფო კარის პირადი მხატვარი ჯოვანი ბატისტა ტიეპოლო XVIII საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური მხატვარია. მისი გრანდიოზული ტილოების დასათვალიერებლად ტურისტებს ზევით ახედვა სჭირდებათ. მსოფლიოში ყველაზე დიდი ფრესკა, “პლანეტებისა და კონტინენტების ალეგორია” ასევე ტიეპოლოს შექმნილია.

გვიდო რენი (1575-1642)

გვიდო რენის ტილოები ბაროკოს ეპოქის მხატვრების თეატრალიზირებული სტილის განსახიერებაა. ხელოვნებათმცოდნეები თვლიან, რომ მან ბევრი რამ რაფაელისგან ისწავლა. ამ მხატვარს ქალების ხატვა არ უყვარდა, თუმცა, მის მიერ დახატული ღვთისმშობელი აღიარებული შედევრია.

რაფაელ სანტი (1483–1520)

რაფაელმა ტრადიციული ქრისტიანული ფერწერიდან კლასიციზმში გადასვლა განახორციელა და ფერწერის საზღვრები გააფართოვა. მისი აზრით პერსონაჟების განლაგება ყველაზე მთავარი ასპექტი იყო. ხატვისას ის სამგანზომილებიან სივრცეს ქმნიდა.

ტიციანო ვეჩელი (1485-1576)

ტიციანმა, სამკუთხედი კომპოზიციის მოძველების პერიოდში, კლასიკური კომპოზიციის იდეალები გააერთიანა. მისი არასტანდარტული რაკურსი, რომელიც ნახატს მოძრაობის ეფექტს უქმნის, ნოვატორული სვლა აღმოჩნდა.

მიქელანჯელო ბუანაროტი (1475-1564)

მიქელანჯელომ ანტიკური ქანდაკების სტილი გააცოცხლა. მსოფლიოს ყველაზე ლამაზი სკულპტურა – “ქრისტეს დატირება” – მისი შექმნილია.

ანტონიო კანოვა (1757-1822)

ძველი საბერძნეთის სკულპტურული სტილის სრულყოფით ანტონიო კანოვამ ნეოკლასიკური იდეალების მწვერვალს მიაღწია. მასზე ამბობენ, რომ მას შეეძლო ჯადოქარივით გარდაექმნა მარმარილო ადამიანად. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი კი “ამური და ფსიქეაა”.