1 დოლარად შეძენილი ლარნაკის რეალური ღირებულება შესაძლოა $100,000 იყოს

83

Fox News-ის ინფორმაციით ჩინური ლარნაკი, რომელიც უცნობმა პირმა 1 დოლარად შეიძინა, შესაძლოა $100,000 ღირდეს.

გავრცელებული ცნობით, მყიდველმა ლარნაკი ინგლისში შეიძინა, შემდეგ კი გასაყიდად ebay-ზე განათავსა. ლარნაკის მფლობელი მალევე მიხვდა, რომ მისი ღირებულება შესაძლოა ბევრად მეტი ყოფილიყო, სწორედ ამიტომ მან სპეციალისტს მიმართა. შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ლარნაკი ჩინეთის იმპერატორისთვის მე-18 საუკუნეში დაამზადეს.

1 დოლარად შეძენილი ლარნაკი, აუქციონზე გაიყიდება, წინასწარი მონაცემებით კი მისი ფასი შესაძლოა $100,000-ს მიაღწიოს.