მომღერალი სცენაზე პიროტექნიკისგან დაიღუპა ავტორი მაო ჩუბინიშვილი - 4 სექტემბერი, 2019 403 ესპანელი მომღერალი და მოცეკვავე ხუანა საინს გარსია სცენაზე პიროტექნიკის აფეთქებამ იმსხვერპლა. შემთხვევა ესპანეთში, ლას–ბარლანასში მოხდა. მომღერალი 30 წლის იყო. ტრაგედია მაყურებლებმა მობილური ტელეფონების საშუალებით გადაიღეს.