ძველ იტალიურ ფრესკაზე სატანის სახე აღმოაჩინეს

100

წმინდა ფრანცისკეს ბაზილიკა იტალიაში მრავალ ტურისტს იზიდავს. თავად ტაძარი ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებისა და კანონიზაციის შემდეგ აშენდა და მას ფრანცისკანული ორდენის აკვნად მოიხსენიებენ. სენსაციური აღმოჩენა ერთ–ერთი ბაზილიკის რესტავრაციისას მოხდა.

ჯოტოს მიერ 700 წლის წინ დახატული ფრესკის გაწმენდისას რესტავრატორებმა საზარელი აღმოჩენა გააკეთეს. ფრესკის დეტალური ანალიზის შემდეგ, მეცნიერების განცხადებით, ღრუბლებში სატანის სახეა გამოსახული. ციური ანგელოზების გამოსახულების ქვეშ მამაკაცის სახე შეინიშნება, რომელსაც თავზე მომცრო ზომის რქებიც აქვს.

მეცნიერების განმარტებით, როდესაც ადამიანი ფრესკას ქვემოდან უყურებს, ეს პროფილი შეუმჩნეველია. მისი დანახვა მხოლოდ ფრესკასთან ახლოს მისვლისას არის შესაძლებელი.ეშმაკის პროფილი ექსპერტმა მედიევისტმა კიარა ფრუგონიმ აღმოაჩინა.

“ეს უხეში პორტრეტია, კეხიანი ცხვირით, ჩავარდნილი თვალებითა და ორი რქით. ის, თუ რა დატვირთვა აქვს ამ გამოსახულებას და რას გულისხმობდა ავტორი – ჯერ კიდევ გასარკვევია. შუა საუკუნეებში ითვლებოდა, რომ დემონები ცაში ცხოვრობენ და ადამიანთა სულების ამაღლებას ხელს უშლიან”, – განმარტავს ფრუგონი.