13 წლის შემდეგ Tool-მა ალბომი გამოუშვა

346

30 აგვისტოს ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Tool ალბომი Fear Inoculum გამოუშვა. თაყვანისმცემლები მას 13 წელი ელოდნენ. ამის შესახებ Variety წერს.

მუსიკალურ ინდუსტრიაში მთავარი მოვლენა სტრიმინგული სერვისების გამოჩენა გახდა, რასაც ჯგუფი დიდხანს ეწინააღმდეგებოდა. 2019 წლამდე მათი მუსიკის, ციფრულ ფორმატში ლეგალურად მოსმენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

1 თვის განმავლობაში Tool-მა Spotify-ზე 5 მილიონი მსმენელი მოაგროვა. Fear Inoculum-ის გამოსვლისთანავე, მან ამერიკულ iTunes-ზე პირველი ადგილი დაიკავა.