რიანამ ქალის თეთრეულის ახალი კოლექცია წარადგინა

341

ამერიკელმა მომღერალმა რიანამ ქალის თეთრეულის საკუთარი ბრენდის Savage x Fenty-ის ახალი კოლექცია წარადგინა. ფოტოები ბრენდის Instagram-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

Instagram-ზე ფოტოებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზოგმა „დედოფალი“ და „სასწაულად ლამაზი“ უწოდა, იყვნენ ისეთებიც ვინც გააკრიტიკა ახალი კოლექცია და დაწერა, რომ ბრენდის პროდუქცია დაბალი ხარისხის მასალისგან არის დამზადებული.