რომელი მსახიობების მონაწილეობით გადაიღებენ მერლინ მონროს ბიოგრაფილ ფილმს?

88

Netflix-მა დაასახელა მსახიობები, რომლებსაც მერლინ მონროს ბიოგრაფიულ ფილმ Blonde-ში გადაიღებენ. The Hollywood Reporter-ის ცნობით, ესენი არიან: ანა დე არმასი, ედრიან ბროუდი, ბობი კანავალე, ჯულიანა ნიკოლსონი, კასპარ ფილიპსონი, ლილი ფიშერი, ტობი ჰასი, სარა პექსტონი. 

მთავარ როლს ფილმში ანა დე არმასი შეასრულებს. ოსკარის ლაურეატი ედრიან ბროუდი მონროს პირველი ქმრის დრამატურგ არტურ მილერის როლზე დაკავდება. მონროს მეორე ქმრის ჯო დიმაჯიოს როლს ბობი კანავალე შეასრულებს.

ახალი პროექტის სცენარისტი და რეჟისორი ენდრიუ დომინიკია, რომელიც ცნობილი ფილმ „კაზინოს მძარცველებით“ გახდა. ფილმს ჯოის ქეროლის იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღებენ. ფილმის პრემიერა Netflix-ზე 2020 წელს შედგება.