ხატია ბუნიათიშვილი: „ჩემთვის უდიდესი პატივია ზალცბურგის ფესტივალზე სოლო კონცერტის დაკვრა

113

ხატია ბუნიათიშვილმა ავსტრიაში, ზალცბურგის ფესტივალზე სოლო კონცერტი გამართა. მან  სოციალურ ქსელში კონცერტის შესახებ ვიდეო გამოქვეყნა. მსმენელს კი მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის უდიდესი პატივია ზალცბურგის ფესტივალზე სოლო კონცერტის დაკვრა და ამ არაჩვეულებრივი ფეხზემდგომი აუდიტორიის წინაშე დგომა. მადლობა ზალცბურგო, ამადეუსის მშობლიურო ქალაქო. მართალია არ ვიცით სად არის შენი საფლავი, თუმცა შენი სული მთელს ქალაქშია გაბნეული. რა უკვდავი და დიდსულოვანი საჩუქარი იქნებოდა“, – წერს ხატია ბუნიათიშვილი.