მეგან მარკლს სასახლეში ცხოვრება მობეზრდა

466

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი პროფესიული სამსახიობო საქმიანობის განახლებას გეგმავს. ამის შესახებ ექსპერტმა სამეფო ოჯახის საკითხებში რობ შუთერმა განაცხადა. ინფორმაციას International Business Times ავრცელებს.

მრჩევლის თქმით, მეგანს სასახლეში ცხოვრება მობეზრდა. ირკვევა, რომ სასექსის ჰერცოგინია არჩევანს ისტორიულ ან დოკუმენტურ ფილმზე შეაჩერებს.

ექსპერტის თქმით, პრინცი ჰარი მეუღლეს მხარს უჭერს და ფიქრობს, რომ მეგანი „კინოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია და მისი ნიჭი არ უნდა დაიკარგოს“.