საშა ბარონ კოენი მცირე სერიალში The Spy ითამაშებს

1065

ცნობილი მსახიობი საშა ბარონ კოენი Netflix-ის ახალ, მცირე სერიალში The Spy ითამაშებს. გამოცემა Esquire-ის ცნობით, კომედიური პერსონაჟებით ცნობილი მსახიობი, ამჯერად დრამატულ როლს მოირგებს. საშა ბარონ კოენი ცნობილია ისეთი კომედიური როლებით, როგორებიცაა: ბორატი, ბრუნო და ალი ჯი.

სერიალის პირველი ტრეილერი უკვე გავრცელდა. დრამა 1960-იანი წლების აგენტური თრილერია. Netflix ახალ სერიალს 6 სექტემბერს გამოუშვებს და 6 ეპიზოდს შემოგვთავაზებს.