ბილ გეიტსის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

671

Netflix-მა კომპანია Microsoft-ის დამაარსებლის ბილ გეიტსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმი 3 სერიისგან შედგება და მისი რეჟისორი დევის გუგენჰაიმია.

რეჟისორი ამ ფილმით გვიყვება გეიტსის ბიოგრაფიას, ასევე გვიჩვენებს თუ როგორ მუშაობს მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი მილიარდერის ტვინი. ანუ, როგორ მოსდის მას თავში გენიალური იდეები.

ფილმის პრემიერა ფესტივალზე Telluride Film Festival გაიმართება, რომელიც 30 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე გაიმართება, Netflix-ზე კი მას 20 სექტემბერს უჩვენებენ.