ფრანგი მსახიობი მიშელ ომონი გარდაიცვალა

652

თეტრისა და კინოს ფრანგი მსახიობი მიშელ ომონი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზს ამ დრომდე არ სახელდება. ინფორმაცის Le Figaro ავრცელებს.

ომონმა  კინოკარიერა 1970-იან წლებში დაიწყო. ის მონაწილეობდა ფილმებში: „სათამაშო“, „მამიკოები“, „პარიზი-მანჰეტენი“, „ერთი შანსი ორისთვის“, ასევე ტელესერიალში – „გრაფი მონტე კრისტო“.

მიშელ ომონი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა თეატრში „კომედი ფრანსეზი“, სადაც კლასიკური რეპერტუარის ყველა მთავარი როლი აქვს შესრულებული.