Healer Twins-ის ახალი ანიმაციური მუსიკალური კლიპი

41

ჯგუფი Healer Twins რამდენიმე წლის წინ ლონდონში შეიქმნა. ჯგუფის წევრები ქართველი გოგონები არიან. პროფესიით ექიმები, ტყუპები ლიკა და თეა ბავშვობიდან მღერიან. მუსიკის სიყვარულმა კი მათ არა ერთი სიმღერა დააწერინა.

ბოლო ნამუშევარი Birdman, რომელიც ლიკა შენგელაიამ ერთ დღეში დაწერა და შემდეგ ტყუპებმა ერთად შეასრულეს ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გავრცელდა. როგორც შემსრულებლები  allart.ge-სთან ინტერვიუში ამბობენ, სიმღერა ზაფხულის სიყვარულზეა. მუსიკალურ კლიპში სიყვარულის ამბავი, ანიმაციით არის გადმოცემული.

მუსიკოსებს ამ დროისთვის ერთი ალბომი აქვთ გამოცემული, სადაც მათი დაწერილი 8 სიმღერაა შესული. ისინი ახლა მეორე ალბომზე მუშაობენ.