ყველაზე დიდი შეწირულობა ატლანტის ხელოვნების მუზეუმის ისტორიაში

36

ამერიკელმა ცოლ-ქმარმა დორის და შოუკი შეჰენებმა ატლანტის ხელოვნების მუზეუმს უმაღლესი კალიბრის არტ კოლექცია შესწირეს.

იმპრესიონისტების, პოსტ-იმპრესიონისტებისა და მოდერნისტების სულ 24 ნამუშევარი  მონეს, მატისის, მოდილიანის, რენუარის, სისლის, პისაროს და სხვა ცნობილი მხატვრების შემოქმედებასაერთიანებს. ექსპოზიცია, რომელიც წლის ბოლოს შეემატება მუზეუმის საგამოფენო სივრცეს, წყვილის სახელს ატარებს.

წყვილი ატლანტაში საცხოვრებლად 1965 წელს გადავიდა და მალევე დაიწყეს არტ ნამუშევრების შეგროვება. როგორც თავად ამბობენ, ატლანტა მათთვის მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ქალაქია და ყოველთვის უნდოდათ მისი მაცხოვრებლებისთვის ასეთი საჩუქრის გაკეთება.