ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

130

ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონია ფესტივალის მასპინძელმა ალესანდრა მასტრონარდიმ გახსნა, რომელმაც „სალა კაზინოს“ სცენაზე კინოფესტივალის მიმდინარეობის შესახებ ილაპარაკა.

წელს „ოქროს ლომისთვის“ რომან პოლანსკი, როი ანდერსონი, ჰიროკაძუ კორეედა, სტივენ სპილბერგი და სხვა რეჟისორები იბრძოლებენ.

წელს, პირველად ისტორიაში ძირითად კონკურსში მონაწილეობს ფილმი, რომელიც კომიქსს ეფუძნება. ეს არის „ჯოკერი“ ჰოაკინ ფენიქსის მონაწილეობით. 

კინოფესტივალზე ასევე ქართველი რეჟისორის დიმიტრი მამულიას ფილმის „ბოროტმოქმედი“ პრემიერა გაიმართება, რომელსაც აჩვენებენ სექციაში „ჰორიზონტი“. ეს არის საკონკურსო სექცია, რომელშიც მთავარი პრიზის მოსაპოვებლად 20-მდე ფილმი იბრძოლებს.

კინოინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი „ოქროს ლომი“ ესპანელ რეჟისორს პედრო ალმოდოვარს გადაეცემა. ვენეციის კინოფესტივალი 7 სექტემბერს დაიხურება.