Netflix-მა „სამრეცხაოს“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

66

Netflix-მა სტივენ სოდერბერგის შავი კომედიის „სამრეცხაოს“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

ფილმში მონაწილეობენ ანტონიო ბანდერასი, გარი ოლდმანი, დევიდ შვიმერი და შერონ სტოუნი.

ფილმში ასევე მონაწილეობს მერილ სტრიპიც. სიუჟეტის მიხედვით სტიპის პერსონაჟი „პანამის არქივს“ აღმოაჩენს, რომელიც პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების ოფშორულ ანგარიშებზე მონაცემებს შეიცავს. ფილმს საფუძვლად დაედო პულიცერის ორგზის ლაურეატის, ჯეიკ ბერნსტაინის წიგნი „პანამის დოკუმენტების“ შესახებ.

ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართება, რომელიც 28 აგვისტოს იწყება და 7 სექტემბერს მთავრდება.