MTV-მ წლის საუკეთესო შემსრულებლები დაასახელეს

655

MTV Video Music Awards 2019-ის  დაჯილდოვების ცერემონიაზე წლის საუკეთესო შემსრულებლები და მუსიკალური ვიდეორგოლები დაასახელეს.

წლის საუკეთესო სიმღერა Lil Nas X-ის და ბილი რეი საირუსის „Old Town Road“ გახდა. ნომინაციაში „საუკეთესო ვიდეორგოლი“ ტეილორ სვიფტის „You Need to Calm Down“-ს ხვდა წილად. ხოლო საუკეთესო დუეტად შონ მენდესის და კამილა კაბელოს „Señorita“ დაასახელს.