პანჩო: იცით, სანამ ცოცხალი ვარ მანამდე მინდა გავაკეთო

1179

მომღერალი ლევან მგალობლიშვილი, იგივე პანჩო ახალი ალბომის გამოშვებას აპირებს.  ამის შესახებ მან allart.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ალბომში დაახლოებით 10-12 სიმღერა იქნება შესული. ალბომის სახელწოდება კი ასეთია: „ჩემი ქალაქი ჩემსავით სუნთქავს“.

„ბევრი ახალი სიმღერა მაქვს და მინდა ალბომი გამოვუშვა. ერთი სიმღერა დამრჩა ჩასაწერი, რომელსაც ალბათ სექტემბრის ბოლოს ჩავწერ და მერე ალბომსაც გამოვცემ. ამ ალბომში დაახლოებით 10-12 სიმღერას შევიტან. „ჩემი ქალაქი ჩემსავით სუნთქავს“, – აი ეს იქნება ალბომის სახელწოდებაც. სხვთა შორის ბევრჯერ მითქვამს, რომ  ალბომის გამოშვება მინდა, თუმცა ამ სახელწოდებით, რომ ვუშვებ ეს თქვენ პირველებმა გაიგეთ.

ასევე მინდა დიდი კონცერტი გავაკეთო, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ის ცნობილი მუსიკოსები, ვინც არიან საქართველოში და რომლებიც შეასრულებენ ჩემს სიმღერებს ჩემთან ერთად. იცით, სანამ ცოცხალი ვარ მანამდე მინდა გავაკეთო“, – აღნიშნა მომღერალმა.

ეს მომღერლისთვის რიგით მეოთხე ალბომი იქნება, რომლის გამოშვებაც სექტემბრის ბოლოს იგეგმება.