„ბლექ სი არენზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების კომპოზიციები შესრულდა

233

„ბლექ სი არენას“ სცენაზე ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების კომპოზიციები შესრულდა. საკონცერტო დარბაზში მისული მსმენელებისთვის, კონცერტის პირველ განყოფილებაში ჯანსუღ კახიძის ყველა დროის სიმღერები შეასრულეს.

“პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადი „ბლექ სი არენას“ თანამშრომლებს, რომლებმაც ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე იმუშავეს. მოსულ მაყურებელს უდიდეს მადლობას ვუხდი, ეს არის იმედი, რომ ქართული მუსიკა საჭირო, მოთხოვნადი, ნოსტალგიური და კეთილია,- ეს გვჭირდება ყველას”,- აღნიშნა გიორგი სუხიტაშვილმა.

“მადლობა „ბლექ სი არენას“ გუნდს, რომელიც ძალიან დაგვეხმარა, რომ ასეთი საღამო გამოსულიყო. დღეს პირველი წუთიდან მაყურებლისგან მოდიოდა სითბო და მხარდაჭერა. ჩვენი მაყურებელი ხანდახან მორცხვი არის, რომ წამოდგეს აგყვეს იმღეროს და იცეკვოს. დღეს საერთოდ საპირისპირო სურათი იყო. უდიდესი მადლობა მსმენელს”,- განაცხადა ვახტანგ კახიძემ.

“ძალიან წარმატებით ჩაიარა ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამომ. ერთია, რომ ჩამოგყავს უცხოელი არტისტები და მეორეა როცა ქართველ არტისტებზე მოდის ამდენი ხალხი და მაღალი ხარისხის კონცერტი იმართება”,- განაცხადა „ბლექ სი არენას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ტატო ხარჩილავამ.