კიტ ფლინტს სიკვდილის წინ ვალები ჰქონდა

261

Prodigy-ს სოლისტს, კიტ ფლინტს სიკვდილის წინ 7,3 მილიონი ფუნტი ვალი ჰქონდა. მუსიკოსს საკრედიტო და საგადასახადო დავალიანებები ერიცხებოდა.

ბოლო მონაცემებით, მისი ქონება 11,6 მილიონი ფუნტიდან 4,3 მილიონ ფუნტამდე შემცირდა.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ფლინტი საგრაფო ესექსში მდებარე სახლის გაყიდვას ცდილობდა.