ტელესერიალ “Friends”-ის 25 წლის იუბილესთვის Lego–მ კოლექცია გამოუშვა

23

ყველასთვის საყვარელ ტელესერიალ “Friends”-ს 25 წლის იუბილე აქვს და ლეგომ ამ დღის აღსანიშნავად საკოლექციო მოდელი გამოუშვა.

ცოტა ხნის წინ ლეგომ ახალი, ყველასათვის საყვარელი 90-იანი წლების სიტკომის Friends-ის საკოლექციო მოდელი გამოუშვა, რომელიც 1070 ნაწილისგან შედგება. სათამაშო შოუში არსებული ცენტრალ პერკის ყავის სახლის გადასაღებ მოედანს აცოცხლებს, რომელსაც სათამაშო კამერები, განათებები, მსახიობების მინიფიგურები და სხვა ბევრი დეტალი მოყვება.პატარა მოედანს ორმაგი კარი მოყვება, რომელიც იდეალურია დრამატული შემოსვლისა და გასვლისთვის. ყავის მაღაზიას ნიშანი “დაჯავშნულიაც” აქვს, რომ მანჰეტენის დაკავებულ კაფეში იკონური დივანი თქვენს გმირებს შემოუნახოთ. ლეგოს ყველა პერსონაჟი ისეთივეა, როგორიც მათი რეალური, სერიალის ვერსიები. მათ სხვადასხვა რეკვიზიტი მოყვებათ, რომელიც Friends-ის სხვადასხვა ამბებიდან არის. რეიჩელს ყავის ჭიკა, ფიბის გიტარა, მონიკას მაფინი ბანანითა და მიწის თხილით. ჩენდლერს თავისი ლეპტოპი აქვს, ჯოის მისი “კაცის ჩანთა” და პიცის ყუთი. როსს კი თუ სიმღერა მოუნდა თავისი სინთეზატორი აქვს. ამ ყველაფერთან ერთად, მაკეტს სრული სამზარეულო აქვს. ყავის მანქანა, ყველაფერი, რაც ბარისტას სჭირდება. გამომცხვარი ცომეული, გაზეთები, მოძრავი ავეჯი. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ სხვადასხვა ეპიზოდები თქვენით გააცოცხლოთ. Friends-ის 25 წლისთავთის საპატივცემულოდ გამოშვებული ლეგოს ცენტრალ პერკის შეძენა პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, მისი ფასი კი $59.99 იქნება.