მხატვრები, რომლებმაც ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ შედევრები შექმნეს

44

ხელოვანი ადამიანები შთაგონების წყაროების ძებნაში თვითგანადგურების გზასაც ადგებიან ხოლმე. ზოგი ალკოჰოლს ეძალება, ზოგი კი ნარკოტიკს.

პაბლო პიკასო

პაბლო პიკასო იყო მხატვარი, მოქანდაკე, გრაფიკოსი, დიზაინერი და კუბიზმის ფუძემდებელი. ენერგიული და სიყვარულით სავსე მხატვარი, სკანდალური რეპუტაციის წყალობით, ყველგან პოპულარული გახდა. არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ პიკასო ნარკომანი იყო და ალკოჰოლზეც არ ამბობდა უარს. თუმცა, მხატვრის რევოლუციურმა იდეებმა მხატვრული სამყარო სრულებით შეცვალა.

ამადეო მოდილიანი

ამადეო მოდილიანი ბოჰემურ წრეებში ოპიუმისა და ჰაშიშის მოხმარების ეპოქაში ცხოვრობდა. უნდა აღინიშნოს, რომ მან მხოლოდ 35 წელი იცოცხლა. ამადეოს ნამუშევრები პოპულარული, მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა.

ვიქტორ ბრაუნერი

ვიქტორ ბრაუნერი ფერმწერი, გრაფიკოსი, მისტიკოსი, ეზოთერიკოსი და სიურრეალისტი იყო. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ბრაუნერი ფსიქოტროპული ნივთიერებებით “ერთობოდა”. 1931 წელს ვიქტორმა ავტოპორტრეტი შექმნა, რომელზეც საკუთარი თავი ამოგლეჯილი თვალით დახატა. 7 წლის შემდეგ კი ჩხუბის შედეგად მან სწორედ ეს თვალი დაკარგა.

სალვადორ დალი

ის სიურრეალიზმის ყველაზე ცნობადი წარმომადგენელია. ბავშვობიდან კომპლექსებითა და ფობიებით სავსე მხატვარი ამბობდა: “მე არ მოვიხმარ ნარკოტიკებს. თავად ვარ ნარკოტიკი”. თუმცა ცნობლია, რომ დალი ოპიუმს ეწეოდა.

რალფ სტედმანი

ბრიტანელი ილუსტრატორი და კარიკატურისტი თავს კარგად გრძნობს. ახალგაზრდობის წლებში კი ჰიპების კულტურას და ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდს ეზიარა. სწორედ ლსდ–მ იქონია დიდი გავლენა ლიტერატურის, მუსიკისა და მხატვრობის წარმომადგენლების მთელ თაობაზე.

ალექს გრეი

მხატვარი, რომელიც სულიერ და ფსიქოდელიურ ხელოვნებაზე მუშაობს, ღიად საუბრობს ლსდ–ს მოხმარებაზე. სტუდენტობის წლებში გრეი პათოლოგოანატომად მუშაობდა, შემდეგ კი სულიერი პრაქტიკებით დაინტერესდა.

ბრაიან ლუის სონდერსი

მხატვრის მთავარი მეგზურები სხვადასხვა სახის ნარკოტიკები არიან. მარიხუანიდან ძლიერ ფსიქოდელიკებამდე. ბოლო 15 წელია ის მათი ზემოქმედების ქვეშ ხატავს.