დიმიტრი შოსტაკოვიჩის სასიყვარულო წერილები აუქციონზე გაიყიდება

34

სააუქციონო საახლი “ლიტფონდი” კომპოზიტორ დიმიტრი შოსტაკოვიჩის ათ სასიყვარულო წერილს გაყიდის.

“წერილების ადრესატი დიდი თეატრის ბალერინა, ნინა ივანოვა იყო. მათ ერთმანეთი 1933 წელს გაიცნეს. ურთიერთობები სულ უფრო სერიოზული ხდებოდა, კომპოზიტორმა მას ცოლობა რამდენჯერმე სთხოვა. ნინა მუდამ უარით პასუხობდა, რადგანაც შოსტაკოვიჩი უკვე ქორწინებაში იყო და მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. ურთიერთობა 1940 წელს დასრულდა. შოსტაკოვიჩი ბევრჯერ ეცადა ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ ამაოდ – ამჯერად უკვე ნინას ჰყავდა ოჯახი. ეს წერილები პირველად ქვეყნდება და კომპოზიტორის ცხოვრებისა ბევრ ეპიზოდზე გვიამბობს”, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ლოტის საწყისი ღირებულება 12-13 ათასი დოლარია.