“ნადირობა” ტრამპის კრიტიკის გამო ეკრანებზე აღარ გამოვა

164

კინოკომპანია Universal –მა გადაწყვიტა ჰორო–სატირა “ნადირობა” აღარ გაუშვას ეკრანებზე.

“იმის გათვალისწინებით,რ ომ Universal Pictures”-მა უკვე შეაჩერა “ნადირობის” მარკეტინგული კამპანია, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყდა, რომ ფილმი ეკრანებზე არ გამოვა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მუშაკებს და განვაგრძობთ კონცეპტუალურ ავტორებთან ერთად ფილმების დისტრიბუციას. თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ ამ ფილმის გამოშვებისთვის შეუსაბამო დროა”, – ნათქვამია კინოკომპანიის განცხადებაში.

“ნადირობის” რეჟისორი კრეიგ ზობელია, როლებს კი აიკ ბარინჰოლცი, ბეტი ჰილპინი, ემა რობერტსი და ჰილარი სუანკი ასრულებენ.

ფილმს აქტიურად აკრიტიკებენ აშშ–ის კონსერვატიული პარტიის მხარდამჭერები, მათ შორის პრეზიდენტი დონალდ ტრანპიც, რომელმაც “ნადირობას” ჰოლივუდური რასიზმის ნათელი მაგალითი უწოდა.