დრეიკმა The Beatles-ს აჯობა

53

დრეიკმა ერთდროულად The Beatles-ის სამი რეკორდი დაამყარა. ალბომმა “Scorpion” ტოპ–100–ში მოხვედრილი სინგლების რაოდენობით ლივერპულის ოთხეულს აჯობა. დრეიკს 7 სინგლი აქვს, ხოლო The Beatles-ს 5 ჰქონდა. ასევე, ერთი წლის მანძილზე დრეიკის 12 სინგლი მოხვდა ტოპ ათეულში, რითაც მან ლივერპულელების რეკორდს ერთი ჰიტით აჯობა. გარდა ამისა, რეპერმა ლეგენდარულ ჯგუფს იმ სინგლების რაოდენობით აჯობა, რომლებიც ტოპ–100 ჩარტში მეორე ადგილზე მოხვდნენ.

ამ მიღწევის აღსანიშნავად დრეიკმა The Beatles-ის გამოსახულების სვირინგიც კი გაიკეთა.