ოზი ოსბორნის დნმ–ში მუტაცია აღმოაჩინეს

76

ამერიკელმა მეცნიერებმა როკ–მუსიკოს ოზი ოსბორნის დნმ–ის შესწავლისას გენეტიკური მუტაცია აღმოაჩინეს, რომლის წყალობითაც მან მრავალწიანი ალკოჰოლიზმი და ნარკომანია გადაიტანა.

ინდიანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერის, ბილი სალივანის განცხადებით, 70 წლის მუსიკოსის დნმ–ში ნაპოვნი მუტაცია ზრდის ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და სხვადასხვა მასტიმულირებელი ნივთიერებების მიმართ გამძლეობას აყალიბებს.

აღსანიშვანია, რომ გამოცემა National Geographic ამზადებს წიგნს, რომელიც დნმ–ის მუტაციის გავლენაზე მოგვითხრობს. მასში განხილული იქნება გენეტიკური ცვლილებები, რომლებიც ოსბორნის დნმ–ში იპოვეს.