უცნაური ფაქტები Metallica-ს შესახებ

185

ჯეიმს ჰეტფილდის უცნაური ბავშვობა

ჯგუფის ვოკალისტის მშობლები რელიგიური სექტის Christian Science–ის წევრები იყვნენ. ისინი არ ცნობდნენ მედიცინას და ამიტომ ჯეიმსს ბიოლოგიისა და ანატომიის გაკვეთილების გაცდენა უწევდა. დედის გარდაცვალების შემდეგ პრობლემურმა მოზარდმა თავისუფლება მოიპოვა.

“მე სუპერმარკეტებში პროდუქტებს ვიპარავდი, მარიხუანას ვყიდდი – თუმცა მეტი არაფერი დამიშავებია”, – აცხადებს ჰეტფილდი.

კირკ ჰემეტსაც უცნაური ბავშვობა ჰქონდა

გიტარისტის მამა ლოთი და მეზღვაური იყო, ამიტომ სახლში დროს ფაქტიურად არ ატარებდა. სან–ფრანცისკოს ქუჩებში გაზრდილი ჰემეტი ციხეშიც კი აღმოჩნდა.

“18 წლის გავხდი და ერთ კვირაში ციხეში აღმოვჩნდი. რისთვის? არ ვიტყვი”, – აცხადებს კირკი.

არც ლარს ულრიხი ჩამორჩა

დანიელი დრამერის მამა ცნობილი ჩოგბურთელი იყო. ის ასევე უკრავდა ჯაზს და ჰიპების ცხოვრების სტილს მოჰყვებოდა. რათა მამას არ ჩამორჩენოდა, ულრიხი დღეში 8 საათი თამაშობდა ჩოგბურთს და წარმატებასაც მიაღწია. თუმცა სულ მალე მან სპორტი მიატოვა.

“ზოგიერთი მოთამაშე უკვე ლეგენდად იბადება, მე კი ასეთი ნიჭი არ მქონდა”, – განმარტა მან.

Metallica-ს თავიდან Thunderfuck ერქვა

“ასეთი სახელმწოდებით არცერთი სტუდია არ მიგვიღებდა”, – ამბობს ჰეტფილდი. ჯგუფის დასახელების ვარიანტებს შორის იყო: Nixon, Hellraiser და Blitzer. ულრიხმა დასახელება Metallica მეგობრისგან “ითხოვა”.

ჰგუფის წევრები სტუმრად ცუდად იქცევიან

პირველმა მენეჯერმა იონ ზაზულამ ჯგუფის წევრები ერთხელ ნიუ–ჯერსიში თავის სახლში დაპატიჟა. ისინი ზაზულასთან ცხოვრობდნენ, სანამ მენეჯერის ქორწინება კინაღამ არ განადგურდა.

“ჩვენ გამოგვაგდეს იმიტომ რომ. . . Metallica ვართ. ჩვენ დავლიეთ მთელი ალკოჰოლი”, – ამბობს ჰეტფილდი.

Metallica-მ დააბრუნა Heavy და Heavy-Metal

სამმა ალბომმა Kill ‘Em All’ (1983), ‘Ride the Lightning’ (1984) და ‘Master of Puppets’ (1986) ჰევი მეტალში რევოლუცია მოახდინეს. ბევრი ფანატის აზრით ზუსტად ეს პერიოდია ყველაზე “მეტალისტური”.

“მე მესმის რატომ ასახელებს ხალხი ამ ალბომებს საუკეთესოებად. თუმცა პირადად მე ასე არ ვთვლი. ჩემთვის ეს ჟღერს როგორც კითხვა: “რომელი შვილი გიყვარს უფრო მეტად?”” – აცხადებს ულრიხი.

კლიფ ბარტონი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

1986 წლის 27 სექტემბერს შვედეთის გზაზე მიმავალი ავტობუსი გადაბრუნდა. ბარტონი ფანჯრიდან გადავარდა, რის შემდეგაც ავტობუსი მას ზემოდან დაეცა.

Metallica კინაღამ ალკოჰოლმა დაღუპა

ერთხელ ჯგუფის წევრებმა დაინახეს ფანატი, რომელსაც მაისურზე Alcoholica ეწერა. ეს პაროდია მათ გეგმად დაისახეს.

“ჩვენ დავკარგეთ კლიფი და ამ ტკივილს ერთადერთი ჩვენთვის ცნობილი საშუალებით ვახშობდით”, – განმარტა ულრიხმა.

ჰეტფილდი ხშირად ხვდებოდა ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში

ჯეიმს ჰეტფილდმა 1987 წელს სკეიტბორდით სეირნობისას ხელი მოიტეხა, 1992 წელს კონცერტის დროს დამწვრობა მიიღო, 2000 წელს წყლის თხილამურებზე დგომისას ხერხემალი დაიზიანა.

“მე საკუთარ თავს ტკივილს ვაყენებდი, რათა მეგრძნო, რომ ცოცხალი ვარ”, – ამბობს მუსიკოსი.

ჰემეტი ფიტულებს აგროვებს

ჰემეტის სახლი სავასეა თახვების, მელიებისა და ტყის სხვა ბინადრების ფიტულებით.

“კიდევ ორთავიანი ცხვარიც მაქვს”, – აღნიშნავს ის.

ულრიხი თანამედროვე ხელოვნების მოყვარულია

განსაკუთრებით ულრიხს ნატურალისტური სტილი art-brut და მისი წარმომადგენლები, ასგეი იორნი, ჟან დიუბუფე და სხვები მოსწონს.

ჰემეტი მეტალისტური მშვიდობის ელჩია

ჰემეტს ხშირად უწევდა ჰეტფილდსა და ულრიხს შორის ჩადგომა.

“ჩემი მოვალეობა იყო რეფერის როლის თამაში. მე პირდაპირი მნიშვნელობით მიწევდა მათ შორის დგომა, სხვა შემთხვევაში ისინი ერთმანეთს დახოცავდნენ”, – იხსენებს ჰემეტი.

Playboy Mansion – ქორწინებაში მყოფი ხალხისთვის არაა

სოფტ–პორნოს მეფის ჰიუ ჰეფნერის ლეგენდარულ სახლში გამართულ წვეულებაზე Metallica-მ პირველად 1998 წელს დაუკრა.

“სიმართლე გითხრათ, თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი. დაქორწინებული ვარ, ამიტომ არ მინდოდა რაიმე სახის სკანდალში აღმოვჩენილიყავი”, – ამბობს ჰემეტი.

ჰემეტს ღვიძლის დაავადება აღმოუჩინეს

ქრონიკული ალკოჰოლიზმის წლებმა დაღი დაასვა ჰემეტს.

“დეპრესიულ სულელად ვიქეცი. ამიტომ ორიოდე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე”, – აცხადებს ჯგუფის წევრი.

ცვლილებების დრო მოვიდა

2001 წელს ჰეტფილდმა ნარკო და ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან მკურნალობა დაიწყო. მას სხვებმაც მიბაძეს.

“საკუთარ თავს გვერდიდან შევხედეთ და დავინახეთ ის სიბინძურე, რომელიც მუდამ თან დაგვყვებოდა”, – განმარტავს ჰეტფილდი.

გუანტანამოს ციხეში პატიმრებს “მეტალიკის” სიმღერებით აწამებდნენ

სიმღერას “Enter Sandman” ძალიან მაღალ ხმაზე რთავდნენ და ეს საათობით გრძელდებოდა.

ისევე როგორც ერაყისა და სირიის საზღვარზე არსებულ ციხეში.

“თუ ერაყელები ამდენად შორს არიან თავისუფლებისგან, მე მოხარული ვარ გავაცნო მათ ჩვენი მუსიკა. ჩვენ ამ მუსიკით საკუთარ მშობლებს, ცოლებს და ახლობლებს ვტანჯავდით. ერაყელები რატომ უნდა დავინდოთ?”, – ამბობს ჰეტფილდი.

მაო ჩუბინიშვილი