ბენდი Destiny’s Child შესაძლოა სცენაზე დაბრუნდეს

85

ცნობილი მუსიკალური ბენდი Destiny’s Child, რომელიც 2000-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჯგუფი იყო შესაძლოა სცენას დაუბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბენდის წევრების გაერთიანების სურვილი ბიონსემ გამოთქვა. მომღერალი Spice Girls-ის წარმატებული გაერთიანებითა და ტურნეთია შთაგონებული.

Destiny’s Child სავარაუდოდ, ახალ სიმღერებს გამოუშვებს და აშშ-სა და ევროპაში ტურს გამართავს.